გზიდან მუქად მოსჩანდა ამაყად მდგარი ნაძვების ხეივანი და რაც უფრო ვუახლოვდებოდი ეს სიმუქე სიმწვანეში გადადიოდა, ხეები კი ერთმანეთს ეყოფოდნენ, მათ შორის შევნიშნე ერთი პატარა "ნაძვის ხე", რომელიც უცნაურად გათეთრებულიყო-თითქოს გამხმარიყო, მაგრამ თუკი გინახავთ როდესმე გამხმარი ხე მაშინ მიხვდებით რომ ეს თქვენს წარმოსახვას სცდება (მე არასდროს მინახავს მზგავსად გამხმარი ნაძვის ხე) მისი წიწვები ასწლოვანი ხის მზგავსად შევერცხლილიყო, მაგრამ მისი ტანმორჩილება უდაოდ მიუთითებდა მის მცირეწლოვანებაზე, რომელიც ამ ნაძვნარში ახლად ამოზრდილიყო. ხეს შევყურებდი და რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებოდი მით მეტად მიტრიალებდნენ თავში ობობები, თითქოს ამ ნაძვსაც ობობების ჯარი შეესსია და თეთრ წებოვან ქსელში გახვია... ნაძვნარს შორი მანძლით გავცდი, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს თეთრი ნაძვის ხე უკან მომყვებოდა და ჩემს ფიქრებში ადგილს იკავებდა, ის ხომ ისე შესაბრალისად იდგა.
მე მახსოვს უწინ სადღც ერთ ქალაქში სადაც წყალდიდობა იყო ობობები ხეებს შეესივნენ თვითგადარჩენის მიზნით, მაგრამ მათ ის ხეებიც დაღუპეს, უბრალოდ რამოდენმე დღით გაიხანგრძლივეს არსებობა და იქნებ ღირდა კიდეც ყოველივე ამად, ობობებისთვის ხომ ერთი დღე მთელი ცხოვრებაა...
დიდიხნით გამოვეყავი სამყაროს და იმდენად წინააღმდეგობაში ვარ მასთან რომ სუნთქვა მეკვრის,- რეალური არარეალურში ისე აითქვიფა რომ გარჩევა ჭირს. მე ვეძებ საწყის, არსებობის აზრს და კვლავ ვცდილობ ვიპოვო საკუთარი თავი,- თუ ვინ ვარ მე??? ამ კითვას პასუხი მაშინ გაეცემა როცა ქაოსის დასასრული დადგება.
მინდა ქარს შევუერთდე -ღამედ ვიქცე,
-ღადმედ რომელსაც გრანელი ძლიერ ეტრფოდა (იქნებ მერე უკვე მეც მქონდეს საერთო მის ლექსებთან) ... მხოლოდ გარდაცვალება დაასრულებს ქაოს მე კი უნდა მოვემზადო იქნება დრო არც ისე ბევრია, ზოგჯერ წამი საუკუნედ იქცევა რომელიც მთელი ცხოვებაა, მე მინდა ეს წამი მოვიპოვო.
იგვლივ ხმაურიანი მდუმარებაა , ფიქრი აწმყოსა და წარსულზე, მომავალი კი არარსებულია ...
იცით მე რომ ხატვა შემეძლოს აუცილებლად დავხატავდი იმ ნაძვს რომელმაც ჩემში ღრმად გაიდგა ფესვები, მე ვიცი რომ ის ისევ აგრძელებს არსებობას მანამ სანამ მე მას მივიგონებ... იქნებ ხე და ობობები ისე შეეთვისნენ ერთმანეთს რომ სხვანაირად მათი არსებობა წარმოუდგენელიც კი გახდა...
მე კი შევეცდები მანამ სანამ ამ სამყაროს მგზავი ვარ, ჩემს აწმყოში სადა ფერებით გავაფერადო გზები რომლითაც მე ვივლი , რათა კვალი სუფთა იყოს ისე რომ სხვებიც მიყვნენ ამ გზას...
...უფალო მომეცი ძალა ახლა ამ გრძნობის ... წმიდაო მარიამ ...